ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებმა აფორიზმების ხელნაკეთი კრებული შექმნეს
19-02-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

ეს დღე უცხოური ენის კათედრამ ტრადიცულად მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა. 

სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგ თამარ ციცვიძის ხელმძღვანელობით მსოფლიო დონის, ლიტერატურული ძეგლის - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“, ქართულად და ინგლისურად აფორიზმები წაიკითხეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, მათ, ასევე ხელნაკეთი აფორიზმების კრებული შექმნეს, სადაც შესაძლებელია ცნობილი აფორიზმების ქართულ-ინგლისური ვერსიის ამოკითხვა.

მოსწავლეებმა, ასევე, წიგნიერების მნიშვნელობაზე ვიდეორგოლის მეშვეობით საინტერესო მიმართვა გააკეთეს - „წიგნი არ არის უბრალო სიტყვების კრებული, ის სხვადასხვა სამყაროს პორტალია, სხვადასხვა პერსპექტივის ფანჯარა და ხიდია, რომელიც კულტურებს შორისაა“.

ეს დღე სკოლის X კლასის მოსწავლეთათვის საინტერსო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

„ვუსურვოთ ჩვენს აღსაზრდელებს საინტერესო მოგზაურობა ამ მრავალფეროვან სამყაროში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203