პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრში ქცევის წესები სახალისო აქტივობით ისწავლეს 
16-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ხელოვნებით დაინტერესებასა და მათში კულტურული ღირებულებების გაღვივებას.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში თოჯინების თეატრის ინსცენირება გაიმართა, მოსწავლეებმა დაამზადეს აფიშა, ბილეთები და განასახიერეს, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ადამიანები თეატრში..

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ქცევის წესების დასწავლა მნიშვნელოვანია, რომ არსებობს დაწესებულებები, სადაც განსაზღვრული წესები მოქმედებს, რომელსაც ვიზიტორები უნდა ითვალისწინებდნენ.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, თეატრის მნიშვნელობა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, შეეცადნენ მოერგოთ ვიზიტორების როლი და ზუსტი იმიტაცია გაეთამაშებინათ.

დღეს მოსწავლეებისთვის ემოციებით დატვირთული, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203