ქუთაისის N32 საჯარო სკოლა მოსწავლეთა წიგნიერების სადარაჯოზე 
19-02-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

სკოლაში, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, აქტიურად ფუნქციონირებს კითხვის კლუბი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბი კითხვის მოყვარულებს მნიშვნელოვანი ნაწარმოების გარშემო აერთიანებს და იმ პლატფორმას აყალიბებს, რომელშიც წიგნის კითხვის, გარჩევისა და მასზე საუბრის კულტურას ამკვიდრებს.

კლუბში ჩართულმა პედაგოგებმა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

მოსწავლეები და მათი არაჩვეულებრივი პედაგოგები აქტიურად კითხულობდნენ მათთვის საინტერესო ლექსებს, მოთხრობებს, მსჯელობდნენ, აფასებდნენ... პატარები თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ ნააზრევს, დიდი იყო მათი დაინტერესება.

„ამ პროცესში სიამოვნებით შემოგვიერთდნენ მშობლები და უფროსკლასელებიც... სკოლის თვითმმართველობამ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა შეჰმატა ამ ფრიად მნიშვნელოვან დღეს...“ , -აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. 

„წიგნები, როგორც ლამპრები

ან მწვერვალები შორი!

წიგნებმა კაცად აქციეს

არა ერთი და ორი!

სადაც არ უნდა წახვიდე

და რომელ ქვეყნის კარად,

უწიგნურს

სხვა რამ ქონებას

არ ჩაგითვლიან არად!“,- სწორედ ეს ლექსი გასდევდა ღონისძიებას ლაიტმოტივად. 

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203