თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის სიხარული მეორეკლასელებს გაუზიარეს
16-02-2024
თბილისის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
პროფესიონალი პედაგოგები მათ არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად ქართული ენის მასწავლებლის - ლელა გლოველის ხელმძღვანელობით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ამასთან დაკავშირებით, მეათეკლასელები, მასწავლებელ ქრისტინე კამლაძის სადამრიგებლო მე-2 კლასის მოსწავლეებს ესტუმრნენ. უფროსკლასელებმა პატარებს ნაწარმოებებიდან სხვადასხვა ამონარიდი წაუკითხეს, რამაც მეორეკლასელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს