ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან ხობუა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე საინტერესო აქტივობებით ზრუნავს
16-02-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესი გააღვივონ და მათ კითხვის მნიშვნელობა გააზრებინონ

მათ შორის არის რუსუდან ხობუა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელმაც თავის მოსწავლეებთან ერთად საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე შემეცნებითი გაკვეთილით აღნიშნა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს აუხსნა, რომ კითხვა ხელოვნებაა, მკითხველი კი - ხელოვანი! მან აღნიშნა, რომ შეუძლებელია აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც უარყოფს კითხვის როლს, პიროვნების ჩამოყალიბებაში. 

პედაგოგი გურამ დოჩანაშვილსაც დაესესხა: „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი“, - ამით მოსწავლეებს უკეთ აუხსნა კითხვის არსი და ისიც შეახსენა, რომ მოგვიანებით ამ დიდი საზოგადო მოღვაწის შემოქმედებასაც გაეცნობოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგის ხელმძღვანელობით, კლასში ხორციელდება პროექტი - „წაკითხული წიგნის გაგება-გააზრება“, შემდეგ კი ეწყობა პრეზენტაცია, მასში კი მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელმა დაფაზე გამოაკრა იმ წიგნების ყდები, რომლებიც უკვე წაიკითხეს მოსწავლეებმა და რომლებსაც ახლო მომავალში წაიკითხავენ. 

გაკვეთილის ბოლოს, პედაგოგმა კიდევ ერთხელ ურჩია მოსწავლეებს იკითხონ მეტი და გააცნობიერონ კითხვის მნიშვნელობა. 

იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203