გურძემის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას ღონისძიება მიეძღვნა 
16-02-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

15 თებერვალს, გურძემის საჯარო სკოლაში ამავე საჯარო სკოლის მასწავლებლისა და სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელის - კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით, სკოლის დირექციის ხელშეწყობით, სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ფარგლებში, ჩატარდა დიდი ქართველი მეფის - დავით IV აღმაშენებლის მოღვაწეობისა და მისი სახელმწიფო მმართველობის სისტემისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

დასასრულს ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

შეგახსენებთ რომ, სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ფარგლებში კიდევ არა ერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.

იხილეთ ფოტო ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203