
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის, ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ვალენტინის დღეს შემოქმედებითი ღონისძიება მიუძღვნეს.
მე-9ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის თამარ მურუსიძის ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი დეკორაციები შექმნეს და სასკოლო გარემო საზეიმოდ მორთეს.
მოსწავლეები ამ დღის ისტორიას გაეცნენ და ამ დღის აღსანიშნავ, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებზე ისაუბრეს.
დღის ბოლოს, მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ და ერთმანეთს სიყვარულის დღე საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
იხილეთ ვიდეო