
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტელექტის დონის ამაღლებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და მათთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, 24 იანვარს, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ლოგიკური აზროვნების განვითარება.
თამაშის ბოლოს, გამოვლინდნენ ღირსეული გამარჯვებულები, რომლებიც საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, თითოეულმა მათგანმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა.
იხილეთ ფოტოები: