ქვაბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი კუთხის ისტორიის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს
24-05-2018
ქვაბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ ქსელურ პროექტში - „გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე“ მონაწილეობდნენ. 

პროექტის მიზანი იყო საკუთარი კუთხის ისტორია-წარმომავლობაზე ცოდნის გაღრმავება და მოსწავლეების შემოქმედებითი უნარის განვითარება. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მონაწილეებმა პროექტის მუშაობის დროს განივითარეს  არამხატვრული ინფორმაციის კვლევისა და დამუშავების, ურთიერთთანამშრომლობის, საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციის და სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარები. 

„რაც მთავარია, გაიღრმავეს ცოდნა თავისი კუთხის ისტორიის შესახებ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203