„ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ - საინტერესო ღონისძიება ზინობიანის საჯარო სკოლაში
16-02-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება - „ჩვენ ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს“, რომელიც სახელმწიფო ენის კათედრაზე დაიგეგმა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კოშმატაშვილი.

ღონისძიებაზე VII- VIII- IX კლასის მოსწავლეებმა ზეპირად წაიკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი,  „ამბავი როსტევან მეფისა“, „როსტევან მეფისა და ავთანდილის ნადირობა“ და „უცხო მოყმის ნახვა“.

„დიდი რუსთაველის ენა სასიამოვნო მოსასმენი იყო, როგორც მონაწილეებისათვის, ასევე მსმენელთათვის“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203