„მოლაპარაკე მაისურები“ - თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
15-02-2024
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, გამორჩეული, კრეატიული და მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობა ეწყობა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, პედაგოგ მანანა გოცაძის ხელმძღვანელობითა და მე-5 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, პროექტი - „მოლაპარაკე მაისურები“ განხორციელდა. მეხუთეკლასელებმა ბევრი იხალისეს, საინტერესოდ ისაუბრეს, სხვადასხვა თემატიკით გაფორმებული მაისურები ჩაიცვეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს