ქუთაისის N29 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
15-02-2024
ქუთაისის N29 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - თამარ ქათამაძესა და ირაკლი ჯობავას კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.

სასკოლო საზოგადოება ამაყობს კურსდამთავრებულთა შედეგებით და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

„გვჯერა მათი და დარწმუნებულები ვართ წარმატებით გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას, რათა სკოლამ კვლავაც თქვას თავისი ღირსეული სიტყვა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში“, - აღნიშნას სკოლის დირექტორი ტარიელ გველესიანი.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203