წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნარჩენების მართვის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
15-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლის სააქტო დარბაზში, თემის - „ვმართოთ ნარჩენები, დავიცვათ გარემო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა - ლაშა ერბელიძემ, ნარჩენების მართვასა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.

სტუმარს მოსწავლეები გულისყურით უსმენდნენ - მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203