დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მუზეუმის თანამშრომლები ესტუმრნენ
15-02-2024
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლას პროექტით „მუზეუმი სკოლაში“ მუზეუმის თანამშრომლები ესტუმრნენ.

სტუმრები - ნუკრი ფაშურიშვილი, მიხეილ მგელიაშვილი და ვალერი ჩიტაური მოსწავლეებს ესაუბრნენ თიანეთის ღირსშესანიშნაობების, ტაძრებისა და თავიანთი კუთხის ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის შესახებ.

„მათ ქალბატონი ლალი ივანაურის შემოთავაზება მიიღეს თავიანთი წვლილი შეიტანონ მუზეუმის ექსპონატების გამდიდრებაში“, - გვიყვებიან სკოლაში. 

ბავშვებმა საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და საჭირო ცოდნა შეიძინეს.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მათ სტუმრობისა და საინტერესო საუბრებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203