„80-90-იანი წლების ქართული ანდერგრაუნდი დასავლური პარალელებით“ - დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგისა და მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
15-02-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით მოსწავლეები საინტერესო პროექტებში მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - ნათია დავითაშვილ​მა მეთერთმეტეკლასელებთან და თიანეთის კულტურის სახლთან არსებულ ბენდმედიატორთან“ ერთად პროექტი სახელწოდებით „80-90-იანი წლების ქართული ანდერგრაუნდი დასავლური პარალელებით“ განახორციელა.

მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებაც ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

სკოლაში, მასწავლებელ ნათია დავითაშვილს საინტერესო და სასიამოვნო საღამოსთვის მადლობას უხდიან და წარმატებებს უსურვებენ მომავალ პედაგოგიურ საქმიანობაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203