„გზა, რომელიც ვიარე“- ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილეს კონფერენცია მიუძღვნეს
15-02-2024
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან თარიღს ეხმიანება. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწვლეებმა ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელს თემატური კონფერენცია - „გზა, რომელიც ვიარე“, მიუძღვნეს. მათ მოხსენებები ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წარადგინეს. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

შეხვედრის ბოლოს, დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტური ფილმი უჩვენეს, რომლითაც დიდი ქართველის მიერ გავლილი გზა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 

კონფერენციამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203