ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ლენა ყიფიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობდა
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, მათ მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. შედეგად კი, სხვადასხვა აქტივობაში მოწაფეები მონდომებით ერთვებიან.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, რომელშიც ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლე ლენა ყიფიანი მონაწილეობდა.
ღონისძიებამ საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა, მოსწავლის ნამუშევრებმა კი დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა.
„უღრმესი მადლობა ქალბატონ მზიას ასეთი ემოციური, შემოქმედებითი დღისათვის! შესაძლებლობები შეუზღუდავია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: