ზესტაფონის მომავლის სკოლის მოსწავლე გიორგი ქველიაშვილმა ინგლისური ენის ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა
15-02-2024

ზესტაფონის მომავლის სკოლაში მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიცემასა და შემდგომ ცოდნის წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა ჩემპიონატსა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა XII კლასელი გიორგი ქველიაშვილი. ის 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობდა და ინგლისურ ენაში საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა.

მოსწავლემ უცხოური ენის ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინა.

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და მომავალში წარმატებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203