
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ერა“ გასვლით აქტივობებს მონდომებით ახორციელებს.
ამჯერად, ეკოკლუბის წევრები, მათი ხელმძღვანელის - ცისანა ქოქოსაძის ხელმძღვანელობითა და ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „21-ე საუკუნის“ წევრებთან ერთად, ტყიბულის მაღაროში იმყოფებოდნენ.
ბავშვები გაეცნენ მაღაროს შექმნის ისტორიას, დაათვალიერეს ტექნიკა და ის დანადგარები, რასაც ქალაქის მაღაროელები იყენებენ.
ეკოკლუბელებმა, ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჩაფხუტები მოირგეს და უსაფრთხოების დაცვის ნორმით შევიდნენ მაღაროში. ისინი მაღაროელებს გაესაუბრნენ და საინტერესო ინფორმაცია შეაგროვეს.
ეს დღე მათთვის საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: