„მეცნიერი ქალები - გენდერული  თანასწორობა“ - საინტერესო კონფერენცია დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში 
15-02-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას აქტიურად აღნიშნავენ, რაც მოსწავლეთა ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „მეცნიერი ქალები - გენდერული  თანასწორობა“.

ღონისძიებაში მე-7- მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მოამზადეს მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლებმა - მაყვალა ბოჭორიშვილმა, ლია გვარამაძემ და გოარ სარუხანიანმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203