ითხვისის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე იმუშავეს
15-02-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას ახორციელებენ. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ალექსანდრა კვიციანის ხელმძღვანელობით, მდგრადი განვითარების მე-15 მიზანზე - ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება, იმუშავეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ტყეზე, ჰაერსა და წყალზე. 

მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და თემატური პოსტერი დაამზადეს, რომლითაც ყველას ტყეების კაფვის შეჩერებისკენ მოუწოდეს. გარდა ამისა, მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენებაც. 

აქტივობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო, მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203