„გულწრფელი ცრემლებით ტირის მთელი სკოლა“ - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ დამფუძნებელს - ლამზირა ბიწაძეს ემშვიდობება 
16-02-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ დამფუძნებელსა - ლამზირა ბიწაძეს გლოვობენ. ის ორი ათეული წელი დირექტორის რანგში ემსახურა სკოლას და ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა. 

საუკეთესო პიროვნება, კარგი მენეჯერი, ერთგული კოლეგა - ასე ახასიათებენ მას სკოლაში და მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ. 

„ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ დირექცია, დამფუძნებლები და პედაგოგები უდიდესი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სკოლის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ლამზირა ბიწაძე. ქალბატონი ლამზირა დაარსებიდან 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლა „ორნატს“. საუკეთესო პიროვნება, კარგი მენეჯერი, ერთგული კოლეგა, თბილი და საყვარელი ლამზირა მასწავლებელი - აი, ასეთი დარჩება ქალბატონი ლამზირა თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლების და ახლობლების ხსოვნაში... დიდია მისი წვლილი სკოლა „ორნატის“ დაარსებასა და წინსვლის საქმეში. გულწრფელი ცრემლებით ტირის მთელი სკოლა..

მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა, გვჯერა, ამ სათნო და ძვირფასი ადამიანის სპეტაკი სული ადგილს დაიმკვიდრებს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონის“ გუნდი უსამძიმრებს სკოლასა და გარდაცვლილის ოჯახს, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული და პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203