
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „ლიტერატურული ლექსიკონი“ ფარგლებში, მოიძიეს და შემდგომ განმარტეს ის ტერმინოლოგიები, რომლებიც სასწავლო წლების განმავლობაში შეისწავლეს.
ბავშვებმა აღნიშნული სიტყვების გამოყენებით, კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და დავალებები მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო: