
ზესტაფონის ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან.
სკოლის ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ნაილი კუპატაძე. ის Key Consulting-ის ორგანიზებული, განათლების მსოფლიო სამიტის მონაწილე გახდა.
სკოლაში მასწავლებელს ამ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„დიდი სიამაყით ვულოცავთ ნაილი მასწავლებელს ამ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ Key Consulting ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს, განათლების ფორუმებს, რომლებშიც მონაწილეობენ პედაგოგები, სკოლის დირექტორები.
იხილეთ ფოტოები: