ბათუმის N8 სკოლის lV კლასის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვივნენ
15-02-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლის ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, პროექტ „ურჩიე მეგობარს წიგნის“ ფარგლებში, lVვ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მაკა ჩიკაშუას ხელმძღვანელობით, ბათუმის საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვივნენ. მათ წაკითხული წიგნის, ლინდა მალალი ჰანთის - „თევზი ხეზე“ შესახებ შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და დასკვნები გამოიტანეს.
მეოთხეკლასელები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისინი საჯარო ბიბლიოთეკის წევრები გახდნენ. ასევე, გადაეცათ მადლობის წერილები და ბიბლიოთეკის საწევრო ბარათები.
„მოსწავლეები და მაკა მასწავლებელი დიდ მადლობას უხდის საბავშვო ბიბლიოთეკას გულთბილი მიღებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს