ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები დეკორატიული მცენარეების სანერგეს ეწვივნენ
15-02-2024
ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, არაერთი ღონისძიება ეწყობა. 

ამჯერად, საბუნებისმეტყველო-სამეწარმეო კლუბ „აღმოჩენას“ წევრები და სხვა მოსწავლე-მასწავლებლები დეკორატიული მცენარეების სანერგე „მწვანე ეზოს“ ეწვივნენ.

ვიზიტის მთავარი მიზანი ქობულეთის კლიმატურ ზონაში დეკორაციული მცენარეების მოვლის თავისებურებების განხილვა და სკოლის ეზოს გამწვანებისთვის სასურველი მწვანე ნარგავების შერჩევა იყო. გასვლითმა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, დრო ყველამ სასიამოვნოდ გაატარა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლე-მასწავლებლები სკოლაში სიმბოლური საჩუქრებით - მცენარეებით დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203