ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლის წარმატება ჭადრაკის ჩემპიონატში
15-02-2024
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ეუფლებიან. სკოლის პედაგოგები, აქტიურად ცდილობენ, მოსწავლეებში ამ ინტელექტუალური თამაშისთვის საჭირო უნარების განვითარებას. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ბავშვები ინტერესით მონაწილეობენ ჭადრაკში გამართულ ჩემპიონატებში.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა პირველკლასელი ლაშა კახიძე. მან, აჭარის ჩემპიონატში, ჭადრაკში, 7 წლამდე ჭაბუკთა შორის, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა.

სასკოლო საზოგადოება ამ წარმატებას მოსწავლეს ულოცავს და მომავალში კვლავ წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203