წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
15-02-2024

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, გიმზანია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. მოსწავლეებმა საყვარელი ავტორების მოთხრობები ხმამაღლა წაიკითხეს, მათ შესახებ იმსჯელეს და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს კითხვის მნიშვნელობა და საჭიროება აღნიშნეს. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს წიგნის პოპულარიზაციაში.

აქტივობის ორგანიზატორი ფიზიკის პედაგოგი ელზა ხარშილაძე გახლდათ.

სკოლაში, მოსწავლეებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდიან.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203