ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა
15-02-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას, ლიტერატურული ღონისძიებით შეუერთდა. 

სკოლაში კიდევ ერთხელ გაიაზრეს კითხვის მნიშვნელობა და წიგნიერი თაობების აღზრდის აუცილებლობა, მათ ასევე ამ დღის დაარსებასა და მის მიზანზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, საჯაროდ გააჟღერეს მათთვის საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებები და დამსწრე საზოგადოებას შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ დღე მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ისინი შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203