გელათის საჯარო სკოლაში, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გაიმართა
15-02-2024
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

ამჯერად, თემატური აქტივობა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა. სკოლის სამოქალაქო კლუბ „გაენათის“ წევრებმა ხელოვნური ინტელექტის (gamma.app) გამოყენებით, ელისო მაწკეპლაძისა და ასმათ დათიაშვილის დახმარებით, პრეზენტაცია შექმნეს. 

მოსწავლეეებმა სლაიდებზე მოცემული ინფორმაცია ინგლისური ენიდან თარგმნეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია. აღნიშნეს, რომ ბევრ საინტერესო ინფორმაციას აწვდის მათ ხელოვნური ინტელექტი და რაც მთავარია, ძალიან მცირე დროში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203