ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯარისკაცების ცხოვრების პირობებს გაეცნენ
15-02-2024
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამჯერად, სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა და მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდნენ. გასვლითი აქტივობა ცისანა დალაქიშვილისა და თემურ ავანაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვიზიტის მიზანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იყო.

სასკოლო საზოგადოებამ განახლებული ინფრასტრუქტურა, გმირთა მემორიალი, შეიარაღება, ტექნიკა და სიმულაციური ცენტრი დაათვალიერა. გარდა ამისა, მოსწავლეები ჯარისკაცის ცხოვრების წესს გაეცნენ, დააგემოვნეს მათთვის განკუთვნილი საკვები. 

„მოსწავლეებისთვის სამოტივაციო აღმოჩნდა აღნიშნული ექსკურსია, სურვილი გაუჩნდათ იმსახურონ სამხედრო სამსახურში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203