„ლეგენდებში შენახული წარსული - ბახტრიონის აჯანყება“- საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში
15-02-2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ქართულისა და ისტორიის პედაგოგებმა - ასმათ კვარაცხელიამ და ლელა ლუკავამ საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატაარეს, რომლის თემაც იყო - „ლეგენდებში შენახული წარსული-ბახტრიონის აჯანყება“.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. გაკვეთილს სკოლის დირექტორი - მარინე ჯანჯღავა, ხარისხის მართვის ჯგუფის წევრები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

„გაკვეთილი მიზნად ისახავდა სხვადასხვა საჭირო უნარის განვითარებას და საკითხის განიხილვას სხვადასხვა დისციპლინის კუთხით -  საგანთა შორის კავშირებსა და ტრანსფერს. პედაგოგებმა საინტერესოდ დაგეგმეს გაკვეთილი, მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და წარმოაჩინეს მრავალმხრივი შესაძლებლობები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203