„My Farm“ - ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ღია გაკვეთილისთვის დიორამები შექმნეს
15-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, VI კლასში, ინგლისური ენის მასწავლებელმა - მანუშაკ კიურეღიანმა ღია გაკვეთილი თემაზე „My Farm“ ჩაატარა. 

გაკვეთილზე, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოამზადეს ფერმის დიორამები. ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრების შესახებ ინგლისურად ისაუბრეს და ამით დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს.

მოსწავლეებმა დავალების შესრულებისას უცხოური ენის ცოდნა და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და დავალებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203