ცუცხვათის საჯარო სკოლაში უსაფრთხო ინტერნეტის დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
15-02-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში ფიზიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმა - თეა ღვინიანიძემ, მე-6 კლასში, უსაფრთო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.

პედაგოგმა მოსწავლეებსა და მშობლებს შესთავაზა საინტერესო აქტივობები, ესაუბრა ინტერნეტის რაობის, კიბერბულინგისა და მისგან თავდაცვის საშუალებების შესახებ.

ასევე, მან მოსწავლეებს ინტერნეტუსაფრთხოების ათი მთავარი წესი გააცნო.

ეს დღე მოსწავლეთათვის შემეცნებითი, ინფორმაციული და საინტერესო იყო.

უსაფთხო ინტერენტის დღე 2004 წლიდან 130-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203