„დაიჭირე წამი“​ - შუაგორას საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა
15-02-2024

ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში ლიტერატურის მოყვარულები ერთმანეთს ინტერესებს, მოსაზრებებს უზიარებენ, მსჯელობენ და თვალსაწიერს იფართოებენ. 

9 თებერვალს შუაგორას საჯარო სკოლაში გაიმართა ლიტერატურული კლუბის - „Capre dieem- დაიჭირე წამი“ პირველი სამუშაო შეხვედრა.

კლუბი, რომლის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ლომინაძე გახლავთ, აერთიანებს მე-8 და  მე-11 კლასის იმ მოსწავლეებს, რომელთაც ლიტერატურა ძლიერ უყვართ.

კლუბის სახელწოდებიდან გამომდინარე, პირველი შეხვედრა დაეთმო მხატვრული ფილმის - „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ განხილვას.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. გარდა მოსწავლეებისა, მსჯელობაში დიდი ხალისით ჩაერთვნენ სკოლის დირექტორი და პედაგოგები.

აღნიშნულ შეხვედრაზე კლუბის წევრების სურვილების გათვალისწინებით დაიგეგმა 2023- 2024 სასწავლო წელს წასაკითხი და დასამუშავებელი ლიტერატურაც.

კლუბის შემდეგი შეხვედრა მარტის ბოლოს გაიმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203