ხაშურის N7 სკოლაში საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მშობელთა ჩართულობით წარიმართა
15-02-2024

ხაშურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურას დაწყებით კლასებიდანვე ასწავლიან. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებისთვის წიგნის კითხვის ჩვევის ჩამოყალიბების პროცესში მშობლების მონაწილეობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავ საგანმანათლებლო ღონისძიებებში წელს პედაგოგებმა მშობლებიც ჩართეს.

სკოლა გვიზიარებს ხაშურის VII სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის - ლია მეტივიშვილის ჩატარებულ სახალისო გაკვეთილს, რომელშიც ბავშვები ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობენ.

სპეციალურად ამ დღისთვის პედაგოგმა ლიტერატურული ჟანრის ფაზლი შექმნა, რომელიც მოსწავლეებმა ოჯახის წევრებთან ერთად ააწყვეს და წიგნის კითხვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნა. წელს ღონისძიებას ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ შეუერთდა.

პედაგოგებისა და მშობლების მონაწილეობით პროექტში უკვე 200-ზე მეტი სკოლა ჩაერთო. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203