თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს 
15-02-2024

თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნონა სიხუაშვილის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მე-4 კლასელებმა გაიხსენეს პირველად რა წიგნი წაიკითხეს, დაწერეს ფურცელზე და დაამაგრეს სტენდზე. ამის შემდეგ აქტივობა კლასში გაგრძელდა. მასწავლებელმა და მოსწავლეებმა კლასში უფროსკლასელები მიიწვიეს, რომელთაც მეოთხეკლასელებს მხატრულად წაუკითხეს ზღაპრები და ლექსები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგი ნონა სიხუაშვილი მოსწავლეებს კითხვის კულტურას პირველი კლასიდან ასწავლის და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203