თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს კვირეული მიუძღვნეს 
15-02-2024

თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-4 კლასი, დამრიგებლის - ინდირა მანველიშვილის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას არაერთი საინტერესო აქტივობით შეუერთდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მე-42 კლასში კვირეული მიეძღვნა. კვირეული 1-ელიდან 7-თებერვლამდე გაგრძელდა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. 

„აქტივობაში გვეხმარებოდა სკოლის ბიბლიოთეკა და მისი ხელმძღვანელი ეკა სურგულაძე. კვირეულის ფარგლებში მოეწყო აქტივობა - „ჩემი პირველი წიგნი“, ბიბლიოთეკარმა შეგვირჩია მხატვრული ლიტერატურა, მოვიწვიეთ უფროსკლასელები და 7 თებერვალს წავიკითხეთ მოთხრობები, ლექსები, შევაქეთ მხატვრული კითხვის „ოსტატები“,- გვიყვება პედაგოგი ინდირა მანველიშვილი და დასძენს, რომ ბავშვები აქტივობებით კმაყოფილნი დარჩნენ და ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203