გაიცანით, მედალოსანი პატარა მოჭადრაკეები ტყიბულის N6 საჯარო სკოლიდან
15-02-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეების - გიორგი ონიანისა და ნინი ბოჭორიშვილის წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის I კლასის მოსწავლემ, გიორგი ონიანმა (მწვრთნელი ბექა - ხაჭაპურიძე, დამრიგებელი - მარინა ჭანტურიძე-ტურაბელიძე) ჭადრაკის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. 

ჩემპიონატი 8 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. გიორგი ჩემპიონატის ორგანიზატორებისგან შესაბამისი ხარისხის მედლით, დიპლომითა და სიგელით დაჯილდოვდა.

„ვულოცავთ გიორგის და მის პედაგოგებს გამარჯვებას. წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ სკოლის სახელით პატარა მოჭადრაკეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლაში ასევე, ამაყობენ მეორეკლასელი მოჭადრაკის - ნინი ბოჭორიშვილის წარმატებით.

სკოლის II კლასის მოსწავლე ნინი ბოჭორიშვილი ტყიბულის საჭადრაკო ფედერაციის ჩატარებულ შეჯიბრებაში, მოსწავლეთა საქალაქო პირველობაზე, მონაწილეობდა (დამრიგებელი - ლია ბარბაქაძე) და წარმატებით დაიკავა გოგონათა შორის მეორე ადგილი (მწვრთნელი - ბექა ხაჭაპურიძე). ის შეჯიბრების ორგანიზატორებმა შესაბამისი ხარისხის დიპლომით, თასითა და მედლით დააჯილდოვეს. 

სკოლაში ნინის მიღწეულს ულოცავენ და საჭადრაკო საქმიანობაში, სკოლის სახელით, წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203