ხურვალეთის საჯარო სკოლაში თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
15-02-2024
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს. 

სკოლას სტუმრობდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან. მათ მოსწავლეებს საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარეს.

მათ სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესების შესახებ, მოსწავლეებს, ასევე, გააცნეს თავდაცვის ძალების მთავარი ღირებულებები, ისაუბრეს ეროვნული გმირების შესახებ.

პრეზენტაციის ბოლოს კი სტუმრებმა მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები უსახსოვრეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203