„სიყვარულო ძალსა შენსა!“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა
15-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში13 თებერვალს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი სახელწოდებით - „სიყვარულო ძალსა შენსა!“. 

კონკურსში მონაწილეობდა სკოლის დაწყებითი (V,VI) და საბაზო საფეხურის 32 მოსწავლე.

კონკურსის მონაწილეები შეაფასეს ჟიურის წევრებმა და სკოლის პედაგოგებმა.

კონკურსის დაწყებამდე მოსწავლეებს ვალენტინობის დღეზე ესაუბრა და ინფორმაცია გააცნო, IXგ კლასის მოსწავლე მარიამ ფანცხავამ, ხოლო პატრიოტმა დიასპორელმა - ლილე მაისურაძემ სიყვარულის დღისადმი მიძღვნილ ლექსთან ერთად კედლის გაზეთი მოამზადა. მუსიკალურად კი დღე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის „ბულბულმა“ ქრისტინე მიკირტიჩიანმა გააფორმა.

კონკურსის შემდეგ ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში.

გამარჯვებულთაგან I ადგილი გაინაწილეს - ბარბარე ლომიძემ (VIIგ - სალომე ქობალია) და ანა ტორაძემ (VIა - თამილა ჭოლაძე), II ადგილის მფლობელი გახდა ანდრია ბენიძე (VIIგ - სალომე ქობალია) ხოლო III ადგილი კი მართა აფხაძემ დაიკავა (Vბ - თამილა თუთბერიძე).

„ჩვენი სკოლის დირექციისა და თვითმმართველობის სახელით სამომავლო წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის ნორჩ დეკლამატორებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203