
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა მკითხველს მრავალფეროვან ლიტერატურას სთავაზობს. მისი წიგნადი ფონდის გამდიდრებაზე დირექციასა და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად ზრუნავენ სკოლის გულშემატკივრებიც.
აღსანიშნავია, რომ სკოლას ახლახანს ახალი წიგნები შეემატა. პოეტმა - ილია ერქვანიამ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად საკუთარი ლექსების კრებული გადასცა. პოეტის წიგნებმა, სკოლის ბიბლიოთეკა გაამდიდრა და ბავშვებს წიგნების კითხვისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა.
საჩუქრით მთელმა სასკოლო საზოგადოებამ გაიხარა და დადებითი ემოციებით აღივსო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.