„ერთი პოეტის ერთი ლექსი“ - ქუთაისის N33 სკოლის მე-3 კლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს საინტერესო პროექტით გამოეხმაურნენ
15-02-2024

ქუთაისის N33 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე არაერთ კლასში აღინიშნა. 

მე-3 კლასის მოსწავლეები, პედაგოგი მანანა ხურციძის ხელმძღვანელობით წიგნიერების დღესასწაულს პროექტით - „ერთი პოეტის ერთი ლექსი“ გამოეხმაურნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ჰქონდათ არჩევანის უფლება. შესაძლებლობა წარმატებით გამოიყენეს და თავიანთი სურვილით შეარჩიეს პოეტი და ხმამაღლა, გამომეტყველებით წაიკითხეს შერჩეული ლექსი.

ბავშვებმა თავიანთი ემოციები გადმოსცეს ნახატებსა და ნაწერებში.

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203