ქუთაისის N33 სკოლის პირველი და მესამე კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო პროექტის ფარგლებში, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს
15-02-2024

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტსა თუ აქტივობაში წარმატებით მონაწილეობენ. 

ამჯერად, ისინი ჩაერთნენ, ქუთაისის უწყვეტი განათლების ასოციაციის მორიგ აქტივობაში, რომლის ფარგლებშიც ბაღისა და სკოლის მოსწავლეებს შორის, Microsoft Builder Buttle გაიმართა.

ინიციატივის ფარგლებში, სკოლის პირველი და მესამე კლასების მოსწავლეებმა, უმასპინძლეს NI ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს. სკოლის მოსწავლეებმა და ბაღის აღსაზრდელებმა Microsoft Builder Buttle-ის დახმარებით, ააშენეს ოდა სახლები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღის ბოლოს, დირექტორმა მარინა ისკაკოვამ, მონაწილეებს, აქტიური ჩართულობისთვის, სერტიფიკატები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203