თელავის N5 საჯარო სკოლას „გამარჯობა რუბის“ 120 ეგზემპლარი გადაეცა 
14-02-2024

კომუნიკაციების კომისიამ თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამავე სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების და მათემატიკის მასწავლებელ მარიამ ზაქარიაშვილთან თანამშრომლობის საფუძველზე, უკვე მეორედ „გამარჯობა რუბის“ წიგნები საჩუქრად გადასცა.

25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერიის - „გამარჯობა რუბი“ 120 ეგზემპლარი სკოლას 20 იანვარს გადაეცა. 

აღნიშნული წიგნით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს ისწავლიან.

„ძალიან დიდი კომპიუტერული თავგადასავალი“ თელავის მე-5 საჯარო სკოლას, ამავე სკოლის წარმომადგენლის, კომპიუტერული ტექნოლოგებისა და მათემატიკის მასწავლებლის - მარიამ ზაქარიაშვილისა და მოსწავლეთა მიერ „გამარჯობა რუბის“ წიგნის მიხედვით განხორციელებული საინტერესო აქტივობების საფუძველზე გადაეცა.

„ძალიან დიდი კომპიუტერული თავგადასავალი“ - დაწყებითი კლასის მოსწავლეებში, მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად.

წიგნები თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, ქართულად თარგმნისა და გამოცემის უფლება კომუნიკაციების კომისიამ წიგნის ავტორისგან, ფინელი მწერლის, ლინდა ლიუკასისგან ექსკლუზიურად მიიღო. კომუნიკაციების კომისიამ წიგნების სერია სკოლებს უსასყიდლოდ გადასცა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში, „გამარჯობა რუბი“ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოდ 2019 წლიდან შევიდა. პედაგოგები კომუნიკაციების კომისიამ სპეციალურად აღნიშნული წიგნებით სწავლების მეთოდის მიხედვით გადაამზადა.

თელავის N5 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მასწავლებელი - მარიამ ზაქარიაშვილი, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მშობლები მადლობას უხდიან კომუნიკაციების კომისიას მორიგი ძვირფასი საჩუქრისათვის.

„წიგნები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უმცროსკლასელთა სწავლებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203