„დავით აღმაშენებელი - მახვილი მესიისა“ - თელავის N5 სკოლის მოსწავლეები ისტორიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ
14-02-2024

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

აღნიშნულ დღესთან დღესთან დაკავშირებით, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „დავით აღმაშენებელი - მახვილი მესიისა“, სადაც მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის მზია მაისურაძის ხელმძღვანელობით წარადგინეს პრეზენტაციები.

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეებმა იმსჯელეს და შეაფასეს „ცხოვრება და ღვაწლი წმინდა კეთილმსახურისა დავით აღმაშენებლისა”.

„ვცდილობთ შევასრულოთ გვირგვინოსანი მეფის თავმდაბლური სათხოვარი: „მოიხსენეთ ვედრი ჩემი… და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს?!” დიდი მადლობას ვუხდით თელავის ისტორიულ მუზეუმს მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203