ქუთაისის N33 საჯარო სკოლის პედაგოგმა - ფიქრია ხაჭაპურიძემ მასწავლებელთა კონკურსში I ადგილი დაიკავა
14-02-2024

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც როგორც საკუთარ ისე, მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ისინი სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში ხშირად ერთვებიან. სწორედ ასეთი მასწავლებელია ფიქრია ხაჭაპურიძე, რომელიც ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებული მასწავლებლების კონკურსში - „ფინანსური განათლება სკოლაში“ მონაწილეობდა.

აღნიშნული კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებული მასწავლებლები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ. მათ შორის იყო ფიქრია ხაჭაპურიძეც. მან I ადგილი საბაზო საფეხურის კლასებისათვის წარდგენილი ნამუშევრისათვის დაიმსახურა.

კონკურსში მასწავლებლები საქართველოს ყველა კუთხიდან ჩაერთნენ. კერძო და საჯარო სკოლების სხვადასხვა სკოლის 65 მასწავლებლიდან ფინალურ ეტაპზე 20 მასწავლებელი გადავიდა. ფინალისტებმა თავიანთი ნამუშევრები დასკვნით ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე წარადგინეს, სადაც კონკურსით გათვალისწინებული დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდნენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203