ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
14-02-2024

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით კი, თემატური ღონისძიება გაიმართა. გაიხსნა კუთხე, გამოიფინა მეცნიერი ქალების სურათები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო და გახადეს სამყარო უფრო უკეთესი, ვიდრე იქამდე იყო.

გამოფენა სკოლის დირექტორმა - მარინა ისკაკოვამ და სტუმრებმა - აწსუ-ის პედაგოგიური ფაკულტეტის მეთოდიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მანანა დეისაძემ, აწსუ-ის პედაგოგიური ფაკულტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ახვლედიანმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერმა ნინო თვალთვაძემ საზეიმოდ გახსნეს. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

„გაერომ ეს დღე 2011 წელს დააწესა, ამ დღის აღნიშვნის მიზანია მეცნიერებასა და განთლების თანასწორუფელიანობის ხელშეწყობა“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203