ქუთაისის N33 სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულების მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
14-02-2024

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სკოლას მედალზე ამთავრებენ. 

ამჯერად, სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულების მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  

ოქროს მედლები ანა წითელაშვილს, თამარ ფცქვიალაძეს, ქეთევან მაღლაკელიძესა და ანზორ წიქარიშვილს, ხოლო ვერცხლის მედალი ოლია სვანიძეს გადაეცა. 

სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევით ამაყობს და მომავალშიც წინსვლას უსურვებს. 

„ვულოცავთ სკოლას და სკოლის კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას. შრომას, საქმის სიყვარულსა და ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში ჩადებულ წვლილს, ყოველთვის მოსდევს კარგი შედეგი, ვიმედოვნებ ჩვენი სკოლა კიდევ გაუმკლავდება ყველა გამოწვევებს და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში თავის სათქმელს იტყვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203