დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელმა გოგონებმა მუნიციპალურ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავეს
14-02-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთში, მუნიციპალურ ტყრნირზე წარმატებით იასპარეზეს. 

საჯარო სკოლებს შორის, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, მუნიციპალური ტურნირი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირში დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. 

გოგონებს შორის, ფრენბურთში სამტრედიის მუნიციპალიტეტის დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლამ დაიკავა პირველი ადგილი

შეჯიბრს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვაჟა სტურუასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და იაპონელ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

გამარჯვებული გუნდი მედლებითა და თასით დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა იაპონელმა სტუმრებმაც მიიღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203